ფრთხილად!
არ დაგვავიწყდეს, რომ გარდა
ხორცისა, არსებობს სული... და სულის წარწყმედას უეჭველად თან სდევს ხორცის
ხრწნა.
კაცობრიობას დაღუპვა ემუქრება!
- ხალხმა დაკარგა: ზნეობა, გაგება, ადამიანობა.
ერთადერთი ხსნა მგონია:
სიყვარული, დიდი სიყვარული!
მინდა: ვიარო სიყვარულით!
დავთვრე სიყვარულში!
გავხდე სიყვარული!
ფხიზლად! - ცხოვრება წუთია!
ადამიანებო! მოგმართავთ
ყველას:
ვიყოთ ერთად!
გვიყვარდეს ერთმანეთი!
მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს!
- რა არის ამაზე ლამაზი, ამაზე ძვირფასი, ამაზე მშვენიერი?!..
აი, სულის დევიზი: სიყვარული
შინ და გარეთ!
სიყვარული წინ და უკან!
სიყვარული ყველგან და ყველაფერში!..
მაშ, ვაფრქვიოთ:
სითბო,
სიტკბო,
სათნოება!
წინ სიყვარულისაკენ!..
ალიკო გელაშვილი, ახალგაზრდა
პოეტი
